საფრანგეთის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში დიდთოვლობაა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია „ევრონიუსი“ ავრცელებს.
რამდენიმე დეპარტამენტში საფრთხის „ნარინჯისფერი“ დონეა გამოცხადებული.
არდეშის, კანტალის, ზემო ლუარასა და ლოზერის ხელისუფლება მოსახლეობას სახლებში დარჩენას ურჩევს.
ზოგიერთ რეგიონში მოსული ნალექი 35 სანტიმეტრს აღემატება.
ქალაქების ქუჩებში სპეციალური ტექნიკაა გაყვანილი.