საფრანგეთის ახალი აკვიტანიის რეგიონში წყალსაცავის მოწინააღმდეგეების საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა
საფრანგეთის ახალი აკვიტანიის რეგიონში წყალსაცავის მოწინააღმდეგეების საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. დემონსტრანტები ახალი წყალსაცავის შექმნას აპროტესტებენ, რომელმაც სასოფლო-სამეურნეო მიწების მორწყვა უნდა უზრუნველყოს.
ათასობით დემონსტრანტი სენტ სოლინის რაიონში დაგეგმილი წყალსაცავის ადგილზე შეიკრიბა.
მშენებლობის ზონასთან აქციის მონაწილეების მიახლოების შემდეგ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, დემონსტრანტები კი სამართალდამცველების წინააღმდეგ პიროტექნიკას იყენებდნენ.
დაპირისპირების დროს პოლიციის ორი ავტომობილი დაიწვა. საპროტესტო აქციის მონაწილეების მოქმედება საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკრიტიკა.
„მიუხედავად დემონსტრაციების აკრძალვისა, ათასობით ადამიანი მივიდა ადგილზე, მათ შორის ათასზე მეტი უკიდურესად რადიკალიზებული, უკიდურესად ძალადობრივი ადამიანი, შავი ბლოკებიდან, ულტრამემარცხენეები, რომლებიც ფიზიკურად ესხმიან თავს სამხედრო პოლიციას. ჩვენ ვხედავთ უკიდურეს ძალადობას რესპუბლიკის ჟანდარმების მიმართ. რა თქმა უნდა, მინდა, გამოვხატო ჩემი სრული მხარდაჭერა და ვუთხრა მათ, რომ ჩვენ მათ მხარეს ვართ და რომ ეს უკიდურესი ძალადობა არის აბსოლუტურად უპატიებელი და აშკარად ორგანიზებული, როგორც ვთქვი, უკიდურესი მემარცხენე ჯგუფების მიერ“, – თქვა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჯერალდ დარმანინმა.