საფრანგეთი თავდაცვის ბიუჯეტს ზრდის, – ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა 2019-2025 წლების ახალი სამხედრო დაგეგმარების პროექტი მინისტრთა კაბინეტს წარუდგინა.
დოკუმენტის მიხედვით, 2025 წლისთვის თავდაცვის ბიუჯეტი მშპ-ის 2% იქნება, ისე როგორც ამას ნატოს წესდება მოითხოვს. შეიარაღებულ ძალები კი მასშტაბურ მოდერნიზაციას განიცდის.
კერძოდ, 2019-2023 წლებში საფრანგეთი თავდაცვისთვის 200 მილიარდ ევროს გამოყოფს, საერთო ჯამში კი, 2025 წლამდე 285 მილიარდი ევრო გამოიყოფა.
სახმელეთო ძალებისთვის დაჩქარდება პროგრამა „მორიელი“, Griffon, Jaguar -სა და VBMR Léger -ის ტიპის ახალი ჯავშანტრანსპორტის 50% კი, 2025 წლისთვის მზად იქნება.
საფრანგეთის საზღვაო ძალები Barracuda -ს ტიპის ახალი თაობის 4 ბირთვულ წყალქვეშა ხომალდს, FREMM -ის ტიპის 3 მრავალფუნქციურ ფრეგატსა და FTI-ის ტიპის 2 ფრეგატს მიიღებს.
საფრანგეთის სამხედრო-საჰაერო ძალები Rafale-ს ტიპის 28 ახალ თვითმფრინავს, უპილოტო საფრენ აპარატებსა და 55 განახლებულ თვითმფრინავებს მირაჟ 2000-ის მიიღებს. საწვავის მიმწოდებელი თვითმფრინავების რაოდენობა კი 2025 წლისთვის 15-მდე გაიზრდება.
ახალი კანონი ასევე ითვალისწინებს ფინანსების გამოყოფას დაზვერვისა და კიბერუსაფრთხოებისთვის. ეს უკანასკნელი 2025 წლისთვის, 1.6 მილიარდ ევროსა და ათასამდე ახალ სამუშაო ადგილს, ხოლო დაზვერვის უწყება 4.6 მილიარდი ევროს ოდენობით დაფინანსებასა და 1700-მდე ახალ სამუშაო ადგილს მიიღებს.
საერთო ჯამში კი თავდაცვის სფეროში 2025 წლისთვის დამატებით 6 ათასამდე სამუშაო ადგილის შექმნა იგეგმება.