საფრანგეთი მზადაა, თურქეთიდან ტერორიზმში ეჭვმიტანილები მიიღოს
საფრანგეთი მზადაა, თურქეთიდან ტერორიზმში ეჭვმიტანილები მიიღოს

საფრანგეთი მზადაა, თურქეთიდან ტერორიზმში ეჭვმიტანილები მიიღოს. როგორც საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, კრისტოფ კასტანერმა განაცხადა, პარიზი 2014 წელს ანკარასთან გაფორმებული შეთანხმების მიხედვით იმოქმედებს და 11 მოქალაქის რეპატრიაციას განახორციელებს.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრს თურქეთიდან დეპორტაციას დაქვემდებარებული პირების ვინაობა არ დაუსახელებია.

თურქეთში განაცხადეს, რომ მათ დააკავეს 287 მებრძოლი, რომელიც სირიაში იმყოფებოდა. ასობით დაპატიმრებული „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაშია ეჭვმიტანილი.

ანკარა ხშირად აკრიტიკებს ევროპულ სახელმწიფოებს, რომ ისინი სირიაში ტერორისტების მხარდამხარ მებრძოლი საკუთარი მოქალაქეებს უკან მიღებას არ ჩქარობენ.