საფრანგეთი მოუწოდებს სომხეთსა და აზერბაიჯანს, განაგრძონ საზღვრის დემარკაციის პროცესი
საფრანგეთი მოუწოდებს სომხეთსა და აზერბაიჯანს, განაგრძონ საზღვრის დემარკაციის პროცესი. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, დემარკაციის პროცესი უნდა ჩატარდეს 2024 წლის 19 აპრილს მიღებული პრინციპების შესაბამისად, ასევე ადგილზე ჩატარებული სადემარკაციო სამუშაოების საფუძველზე.
საფრანგეთი მიესალმება სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის მოლაპარაკებების ახალი რაუნდის გამართვას. საფრანგეთი მოუწოდებს ქვეყნებს დისკუსიების გაგრძელებისკენ ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის მიზნით.
„საფრანგეთი გააგრძელებს მუშაობას პარტნიორებთან ერთად, რათა სამხრეთ კავკასიაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა დამყარდეს, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“, – აღნიშნულია საფრანგეთის საგარეო უწყების განცხადებაში.