საფრანგეთი მოსკოვს საკუთარი მოქალაქის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს, რომელიც რუსეთში „უცხოელი აგენტის“ საქმიანობის ბრალდებით გაასამართლეს
საფრანგეთი გმობს რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც საფრანგეთის მოქალაქეს, ლორან ვინატიეს „უცხოელი აგენტის“ საქმიანობის ბრალდებით სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მედიის ცნობით, ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
საფრანგეთი რუსეთს ვინატიეს დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
მოსკოვის სასამართლომ ვინატიეს სამი წლით პატიმრობას მიუსაჯა „უცხოელი აგენტის“ საქმიანობის წესების დარღვევისთვის. ბრალდების მხარის მტკიცებით, საფრანგეთის მოქალაქე უნებართვოდ აგროვებდა სამხედრო ინფორმაციას.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ვინატიეს განაჩენს უკიდურესად მკაცრს უწოდებს.
„საფრანგეთი მოუწოდებს რუსეთს ლორან ვინატიეს დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ და იმეორებს მოწოდებას რუსეთის ხელისუფლებისადმი, გააუქმოს კანონი „უცხოელი აგენტების“ შესახებ“, – აღნიშნეს უწყებაში.
ვინატიე შვეიცარიული ორგანიზაციის, „ჰუმანიტარული დიალოგის ცენტრის“ თანამშრომელია, რომელიც ჩართულია კონფლიქტების მოგვარების შუამავლობაში. მისი დაკავების შესახებ ცნობილი ივნისის ბოლოს გახდა.