საფრანგეთი ირანში მყოფ თანამოქალაქეებს ისლამური რესპუბლიკის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ირანში მყოფ თანამოქალაქეებს ისლამური რესპუბლიკის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა. ამის მიზეზად ისრაელსა და ირანს შორის სამხედრო ესკალაციის გაზრდილი რისკი სახელდება.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მთელი ქვეყანა „წითელ“ ზონაშია.
„აქედან გამომდინარე, საფრანგეთის მოქალაქეებს ოფიციალურად ვურჩევთ, თავი შეიკავონ ირანში ნებისმიერი მიზეზით მოგზაურობისგან, იქ მყოფებმა კი თავი შეიკავონ ნებისმიერი ფორმით დემონსტრაციებში მონაწილეობისგან“, – ნათქვამია საფრანგეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
რეგიონში ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც თეირანში „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე მოკლეს.