საფრანგეთი, ესპანეთი და პორტუგალია ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის სისტემებს ერთმანეთს დააკავშირებენ
საფრანგეთი, ესპანეთი და პორტუგალია ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის სისტემებს ერთმანეთს დააკავშირებენ

საფრანგეთი, ესპანეთი და პორტუგალია ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის სისტემების ერთმანეთთან დაკავშირებაზე შეთანხმდნენ. ნაბიჯი პირენეს ნახევარკუნძულის ქვეყნებს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ევროპულ ბაზართან არსებული იზოლაციის დაძლევაში დაეხმარება. საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, ენერგოსისტემების გაერთიანება ასევე გულისხმობს ენერგეტიკულ სუვერენიტეტს და კოლექტიურ მიდგომას ერთიანი ევროპული სტრატეგიის შესამუშავებლად, ისევე, როგორც ეკოლოგიურ ფორმებზე გადასვლას.

2025 წლისთვის ბისკაის ყურეში გატარდება 370 კილომეტრის სიგრძის ელექტროსადენი, რომელიც საფრანგეთსა და პირენეს ნახევარკუნძულს დააკავშირებს. ევროკომისია პროექტისთვის 578 მილიონ ევროს გამოყოფს.