საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს პაატა კვიჟინაძე უხელმძღვანელებს, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს კი - გივი მიქანაძე
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს პაატა კვიჟინაძე უხელმძღვანელებს, ხოლო განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს – გივი მიქანაძე. კომიტეტების თავმჯდომარეებად მათი არჩევის საკითხებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაუჭირეს მხარი.
პაატა კვიჟინაძის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარედ არჩევას მხარი 85 დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგ არავინ წასულა.
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარედ გივი მიქანაძის კანდიდატურას ასევე 85 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.