საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარდგენილ შეთანხმებას მხარი დაუჭირა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარდგენილი დოკუმენტი განიხილა.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, სარატიფიკაციო დოკუმენტი „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება“ გულისხმობს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის მხრიდან პერსონალის გამოყოფას და ტექნიკურ დახმარებას, ხოლო შესაბამის შემთხვევაში ფინანსურ დახმარებას 10 000 000 ევროს ოდენობით რამდენიმე პროექტის განსახორციელებლად.
პროექტებს შორისაა: პროფესიული განათლება საქართველოს მზარდ სექტორებში; მდგრადი და დაკავშირებული მობილობა საქართველოში; ხარისხის ინფრასტრუქტურა ფასეულობის შექმნის, პროდუქტიულობისა და ინოვაციებისთვის კერძო სექტორში; ასევე, კომპანიების კონკურენტუნარიანობის გაძლიერება ხარისხის ინფრასტრუქტურის მეშვეობით.
შეთანხმებით განსაზღვრულია გარკვეული საგადასახადო შეღავათები.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილულ სარატიფიკაციო დოკუმენტს.