საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი პოლიტიკის კომიტეტების სხდომაზე გიორგი ბაქრაძისა და დიმიტრი ჯაფარიძის კანდიდატურები ჩავარდა
საფინანსო საბიუჯეტო და დარგობრივი პოლიტიკის კომიტეტებმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს, გიორგი ბაქრაძეს და დიმიტრი ჯაფარიძეს მხარი არ დაუჭირეს და პრეზიდენტის მიერ შერჩეული კანდიდატები ჩავარდა.
„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება წინასწარ იყო ცნობილი. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მათთვის მიუღებელია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ პარლამენტისთვის კანდიდატების კონსულტაციების გარეშე წარდგენა.
საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატებად გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე 16 ივნისს წარუდგინა.