საფინანსო კომპანია „საქართველოს“ დაზარალებული მეანაბრეები „ქართული ოცნების“ ოფისთან აქციას მართავენ
საფინანსო კომპანია „საქართველოს“ დაზარალებული მეანაბრეები „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან საპროტესტო აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეები დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვენ.
„ვითხოვთ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას. ჩვენი ძირითადი მოთხოვნა არის, რომ აიღონ უწყებრივი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად დაზარალებულები 2300 მეანაბრის პასუხისმგებლობა. გუშინ განაცხადი გააკეთეს სესხების განულებაზე, ჩვენ სესხი არ აგვიღია პირიქით, საქართველოს ეკონომიკაში ჩავდეთ თანხები, ანაბრის სახით განვათავსეთ საფინანსო კომპანიებში და ნება იბოძონ, აიღონ პასუხისმგებლობა”, – განაცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა ანა ძნელაძემ.