საფინანსო კომპანია „საქართველოს“ დაზარალებული მეანაბრეები ეროვნულ ბანკთან აქციას მართავენ
საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მიერ დაზარალებული მეანაბრეები ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრის მოთხოვნით, ეროვნულ ბანკთან აქციას მართავენ.
აქციის მომაწილეები ითხოვენ, სებ-ის წარმომადგენლებმა მათ პრობლემის გადაჭრის გზა შესთავაზონ.
უფლებადამცველი მამუკა ტუსკაძე ითხოვს, რომ ეროვნულმა ბანკმა მეანაბრეები დაზარალებულად აღიაროს და გადასახადებისგან გონივრული ვადით გაათავისუფლოს, რათა ამ გზით მათი ვალის დაფარვა მოხდეს.
ეროვნული ბანკში ტუსკაძეს განუცხადეს, რომ პასუხისმგებელი პირი ადგილზე დაახლოებით ნახევარ საათში იქნება და მას შემდეგ გაირკვევა, თუ როგორი ფორმით შედგება შეხვედრა.
მეანაბრეების განცხადებით, კიდევ ერთმა დაზარალებულმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
დაზარალებულთა თქმით, მძიმე მდგომარეობის გამო შესაძლოა, უბედური შემთხვევები კვლავ გაგრძელდეს.