საფინანსო კომპანია „საქართველოს“ დაზარალებულები აქციას მართავენ
საფინანსო კომპანია „საქართველოს“ დაზარალებულები აქციას მართავენ

საფინანსო კომპანია „საქართველოს“ დაზარალებული მეანაბრეები „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან შეხვედრას მოითხოვენ.

„მთავარი მოთხოვნაა, ჩვენი თანხებისა და საკუთრების დაბრუნება. პარლამენტისგან თანადგომა გვჭირდება.  კანონმდებლობაში ხარვეზი იყო, რამაც ამ კომპანიის კრახი და ამდენი ადამიანის დაზარალება გამოიწვია. იქ არის ქონება, რომელიც ნელ-ნელა იყიდება და იძარცვება. ვითხოვთ, თანადგომას ხელისუფლებისგან, რომ ეს ჩვენს სასარგებლოდ მიიმართოს და ჩვენი თანხები დაგვიბრუნდეს“, – განაცხადა აქციის მონაწილე ლიკა ლომთათიძემ და აღნიშნა, რომ დაზარალებულები ქმედით ნაბიჯებს ითხოვენ.