საფეხბურთო ზეიმი დაიწყო - ევრო 2020-ის ყველა მატჩი მხოლოდ საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT
საფეხბურთო ზეიმი დაიწყო - ევრო 2020-ის ყველა მატჩი მხოლოდ საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT

11 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით, ევროპა ფეხბურთით იცხოვრებს – სხვადასხვა ქვეყნის 12 ქალაქში 24 ნაკრები ერთმანეთს ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის დაუპირისპირდება. მართალია, საქართველოს ნაკრებს ძალიან ცოტა დააკლდა ევრო-2020-ზე მოხვედრამდე, მაგრამ ქართველი გულშემატკივრისთვის ფეხბურთი ყოველთვის ზეიმის საფუძველია.

საფეხბურთო ფორუმს ჩვენი ქვეყანაც უერთდება და საქართველოს პირველი არხი გახსნიდან დაწყებული, ფინალით დამთავრებული, ევროპის ჩემპიონატის ყველა, 51 მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს შემოგთავაზებთ.

როგორც ყოველთვის, ჩვენი ტელევიზიის ეთერის დიდი ნაწილი ჩემპიონატის მსვლელობისას ევრო 2020-ს დაეთმობა. იხილავთ „ტაიმაუტებისჩემპიონატისადმი მიძღვნილ გამოშვებებს. გადაცემა „კაცების“ მთავარი თემა, რა თქმა უნდა, ფეხბურთი იქნება. ხოლო ჩვენს ვებსაიტზე, სპეციალურ განყოფილებაში „ევრო 2020“ ცხელი ამბების პარალელურად შეგიძლიათ იხილოთ მატჩების სრული განრიგი დღეების მიხედვით, ყველა გუნდის შემადგენლობა, LiveFeed, გამოხმაურებები, ჰაილაითები

ევრო 2020-ის საზეიმო გახსნას საქართველოს პირველ არხზე, 21:30 საათიდან შეგიძლიათ უყუროთ.

ევრო 2020-ის სრული კალენდრის ხილვა შეგიძლიათ:

 

რატომ ევრო 2020?

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 11 ივნისს რომში, იტალიისა და თურქეთის დაპირისპირებით გაიხსნება. ეს შეჯიბრება შარშან უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო, ერთი წლით გადაიდო, სახელწოდება შეუნარჩუნდა – ევრო 2020.

ჩემპიონატში 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც ექვს ჯგუფადაა გაყოფილი. თითოდან მომდევნო ეტაპზე ორი საუკეთესო გადავა, რომლებსაც დაემატება ექვსი ჯგუფის საუკეთესო ოთხი მესამეადგილოსანი, და შეიკრიბება საპლეიოფო თექვსმეტეული.

შემდეგ ყველაფერი მარტივადაა: მერვედფინალი, მეოთხედფინალი, ნახევარფინალი და 11 ივნისს – მატჩი, რომელში თამაში ყველა გუნდის ოცნებაა, მაგრამ მხოლოდ ორი მოხვდება, ფინალში გამარჯვებული ერთი ბედნიერი კი ოთხი წლით ევროპის საფეხბურთო ჩემპიონის გვირგვინს დაიდგამს.

გუნდების განაცხადები ევრო 2020-ისთვის იხილეთ:

 

სად?

ევრო-2020 11 ქვეყნის 11 ქალაქში გაიმართება: ლონდონი (ინგლისი), ბაქო (აზერბაიჯანი), მიუნხენი (გერმანია), რომი (იტალია), სანკტ-პეტერბურგი (რუსეთი), ამსტერდამი (ჰოლანდია), ბილბაო (ესპანეთი), ბუქარესტი (რუმინეთი), ბუდაპეშტი (უნგრეთი), კოპენჰაგენი (დანია), გლაზგო (შოტლანდია).

აქედან მხოლოდ ორი ქვეყანაა ისეთი, რომლის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური ვერ მოიპოვა – აზერბაიჯანი, რუმინეთი.

 

საქართველო – ერთი ნაბიჯი ევრომდე

პირველად ისტორიაში, ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა შესაძლებელი იყო შესარჩევი ტურნირიდანაც და ერთა ლიგიდანაც. ფინალურ ტურნირზე შესარჩევიდან გავიდა 20 გუნდი. კიდევ ოთხი საგზური უეფა-ს ერთა ლიგის ოთხი ჯგუფის გამარჯვებულმა მიიღო.

საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატამდე ერთადერთი მოგება დააკლდა. მან ერთა ლიგის ჯგუფში აჯობა ყაზახეთს, ლატვიასა და ანდორას. ნახევარფინალში 1:0 მოუგო ბელარუსს, ხოლო გადამწყვეტ მატჩში, რომელშიც ევროპის ჩემპიონატზე გამსვლელის ვინაობა ირკვეოდა, მაკედონიასთან 0:1 დამარცხდა.

ევრო 2020-ის საზეიმო გახსნას საქართველოს პირველ არხზე, 22:00 საათიდან შეგიძლიათ უყუროთ. ევროპის ჩემპიონატს კი იტალიისა და თურქეთის მატჩი გახსნის, რომელიც თბილისის დროით 22:50 საათზე დაიწყება.