საფეხბურთო კლუბი „ლევანტე“ - გიორგი ქოჩორაშვილის ნაკრები ისტორიაში პირველად იქნება მთავარ კონტინენტურ ტურნირზე, ქოჩომ 120 წუთი ითამაშა და გაიტანა პენალტი გადაწმყვეტ რაუნდში
ესპანური საფეხბურთო კლუბი „ლევანტე“ საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ულოცავს.
„გიორგი ქოჩორაშვილის ნაკრები ისტორიაში პირველად იქნება მთავარ კონტინენტურ ტურნირზე პენალტებით საბერძნეთის დამარცხების შემდეგ. ქოჩომ 120 წუთი ითამაშა და გაიტანა პენალტი გადაწმყვეტ რაუნდში“, – ნათქვამია საფეხბურთო კლუბ „ლევანტეს“ მილოცვაში.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა გუშინ საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური ისტორიაში პირველად მოიპოვა.