საფეხბურთო გუნდი "სამაჩაბლო ცხინვალის" ფეხბურთელები აქციას მართავენ
საფეხბურთო გუნდი “სამაჩაბლო-ცხინვალის” ფეხბურთელები გორში აქციას მართავენ. ფეხბურთელები ვარჯიშისთვის სტადიონის გამოყოფასა და თბილისის ღია ლიგის ჩემპიონატში მონაწილეობის ხელშეწყობას ითხოვენ.
თბილისის ღია ლიგის თასისთვის გუნდი გასულ წელს იბრძოდა და მეოთხე ადგილი დაიკავა. ახლა გუნდი მინი ფეხბურთის მოედანზე ვარჯიშობს. გუნდის ყველა ფეხბურთელი არასრულწლოვანია.
დღეს მათ მიერ გამართულ აქციაზე გუნდის მწვრთნელები და დირექტორი არ გამოჩენილან.
“სამაჩაბლო- ცხინვალი” გასული წლის სექტემბერში დაფუძნდა და მას შემდეგ გუნდი დაფინანსების გარეშე არსებობს.