საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭო VAR-ის უფლებამოსილების გაზრდაზე იმსჯელებს #1TVSPORT
საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭო (IFAB) უახლოეს სხდომაზე განიხილავს რეფერის ვიდეოასისტენტების (VAR) უფლებამოსილების გაზრდის შესაძლებლობას, – წერს გაზეთი The Times-ი.
კერძოდ, უნდა განიხილონ VAR-ის ჩარევის საკითხები ჯარიმებისა და კუთხურების დანიშვნის ეპიზოდებში, აგრეთვე მეორე ყვითელი ბარათის ჩვენებისას.
ამჟამინდელი წესებით, ვიდეოასისტენტები მატჩების მსვლელობისას შეიძლება ჩაერიონ მხოლოდ თამაშგარეების, პენალტის დანიშვნის ან არდანიშვისა და პირდაპირი წითელი ბარათების ეპიზოდებში.
IFAB-ის სხდომა 28 ნოემბერს ლონდონში გაიმართება. VAR-ის უფლებამოსილების გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული 2024 წლის მარტამდე, როცა IFAB-ის ყოველწლიური სხდომა გაიმართება.