„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებს სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა 
„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებს სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა 

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს დილით ხელი მოაწერა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის გამართული კონსულტაციების შედეგად დოკუმენტში მეორე მოსმენით გათვალისწინებულ იქნა პრინციპული რეკომენდაციები, რომელიც ასახული იყო ვენეციის კომისიის დასკვნაში.

მათივე ინფორმაციით, განხორციელებული ცვლილებები ხელს შეუწყობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უფრო ღია, გამჭვირვალე შერჩევას და პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ იგი დადებითად აისახება სასამართლოს მიმართ ნდობის ამაღლებაზე.

საქართველოს პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ” კანონპროექტი მესამე მოსმენით გუშინ დაამტკიცა.