საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 27 მარტს, თბილისის დროით 19:30 საათზე გადაიცემა უკრაინის სოლიდარობის საქველმოქმედო საერთაშორისო ტელემარათონი „გადავარჩინოთ უკრაინა“.
შეგროვებული მატერიალური რესურსი უკრაინაში ომის შედეგად დაზარალებული ადამიანების საჭიროებებს მოხმარდება.
ტელემარათონის მსვლელობისას თანხის ჩარიცხვა შესაძლებელი იქნება ეკრანზე მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე.