საერთაშორისო სავალუტო ფონდში აცხადებენ, რომ გლობალური სახელმწიფო ვალი საერთო მთლიანი შიდა პროდუქტის 100 პროცენტს აღემატება
ჯანდაცვის კრიზისზე მთავრობების რეაგირების შემდეგ, ისტორიაში პირველად, გლობალური სახელმწიფო ვალი საერთო მთლიანი შიდა პროდუქტის 100 პროცენტს აღემატება, – ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილემ, მიცუჰირო ფურუსავამ განაცხადა.
სავალუტო ფონდში შეშფოთებას გამოთქვამენ ვალების ზრდის გამო როგორც განვითარებად, ასევე განვითარებულ ეკონომიკებში.
საერთშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელობა კორონავირუსული კრიზისის დასრულების შემდეგ, გლობალური ფისკალური რეფორმის ინიციატივით გამოდის.
„როდესაც ეკონომიკა დაუბრუნდება ძველ გზას, უნდა შეიქმნას საშუალო და გრძელვადიანი ფისკალური ჩარჩო, რომლის მიხედვითაც მოხდება სახელმწიფო ფინანსების მართვა. ეს იქნება ჩვენი პოლიტიკის რეკომენდაციების უდიდეს პრიორიტეტებს შორის“, – განაცხადა ფურუსავამ.