საერთაშორისო სავალუტო ფონდს ბულგარელი კრისტალინა გეორგიევა უხელმძღვანელებს
საერთაშორისო სავალუტო ფონდს ბულგარელი კრისტალინა გეორგიევა უხელმძღვანელებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი ხელმძღვანელი ბულგარელი კრისტალინა გეორგიევა გახდა.

ყოფილი ევროკომისარი აღნიშნულ თანამდებობაზე კრისტინ ლაგარდს შეცვლის, რომელიც ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელად არის წარდგენილი.

კრისტალინა გეორგიევა მუშაობას მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან შეუდგება.

როგორც თავად ამბობს, ის ახალ სამსახურში დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს. მთავარ პრობლემად კი, გლობალური ეკონომიკის დასუსტებას ასახელებს.