საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა საქართველოში ერთი წლით გახანგრძლივდა
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოს პროგრამის მიმოხილვა დაასრულა. შედეგად, საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდება დაახლოებით 41.6 მილიონი დოლარი, – აღნიშნულ თემაზე ბრიფინგი მთავრობის კანცელარიაში იმართება.
როგორც აღინიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის ხანგრძლივობა ერთი წლით გაგრძელდა.
განცხადებები ადმინისტრაციაში ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა; ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ და სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, მერსედეს ვერა-მარტინმა გააკეთეს.