საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშში საქართველოში საპროტესტო აქციებზეა საუბარი
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ დღეს გამოქვეყნებულ რეგიონის ეკონომიკურ მიმოხილვაში საუბარია რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში ბოლო პერიოდში გამართულ საპროტესტო გამოსვლებზე.
„სოციალური არასტაბილურობა ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში მზარდია“, – წერია ანგარიშში.
სავალუტო ფონდი სპეციალურ ინდექსსაც აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც რეგიონში სოციალური არასტაბილურობა მაქსიმალურ ნიშნულზეა 2014 წლის შემდეგ.
საქართველოსთან ერთად, ანგარიშში საუბარია საპროტესტო აქციებზე სომხეთში, ყაზახეთში, ალჟირში, სუდანსა და იორდანიაში. თუმცა, სავალუტო ფონდში მიუთითებენ, რომ საქართველოსა და ყაზახეთში, ჩრდილოეთ აფრიკასთან შედარებით, განსხვავებული სოციალური და პოლიტიკური კონტექსტია.
„ამ მოვლენების განვითარება ხაზს უსვამს რეფორმების გადაუდებელ აუცილებლობას უფრო მაღალი და ინკლუზიური ზრდის მისაღწევად“, – წერია ანგარიშში.