საერთაშორისო სავალუტო ფონდი - მსოფლიო ეკონომიკა რეცესიაშია
საერთაშორისო სავალუტო ფონდი - მსოფლიო ეკონომიკა რეცესიაშია

საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის თქმით, გლობალური ეკონომიკა უკვე რეცესიაშია და ქვეყნებმა ამ პროცესს ხარჯების მნიშვნელოვანი გაზრდით უნდა უპასუხონ, რათა თავიდან აიცილონ კომპანიების გაკოტრება და განვითარებადი ქვეყნების დეფოლტი.

კრისტალინა გეორგიევას თქმით, განვითარებადი ბაზრები მქონე ქვეყნებს კორონავირუსის კრიზისის დასაძლევად, საერთო ჯამში 2,5 ტრილიონი დოლარი დასჭირდებათ. მისივე თქმით, ამ ქვეყნების შიდა რეზერვები და შიდა სესხები მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს.

„ახლა ცხადია, რომ ჩვენ რეცესიაში ვართ და ეს 2009 წლის კრიზისთან შედარებით უარესია“ – განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორმა.

თუმცა, როგორც გეორგიევა აცხადებს, თუ 2008-2009 წლის კრიზისის შემდეგ აღდგენის პროცესი ნელა მიმდინარეობდა, 2021 წელს შესაძლებელია აღდგენის პროცესი უფრო სწრაფად მოხდეს, თუმცა ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ „ვირუსის ლოკალიზება ყველგან მოხერხდება და ლიკვიდობის პრობლემა გადახდისუნარიანობის პრობლემად არ გადაიქცევა“.

მისივე თქმით, განსაკუთრებით რთული სიტუაციაა მოსალოდნელი განვითარებად ქვეყნებში, რომლებიც არა იმდენად ვირუსის, არამედ კაპიტალის გადინების. ექსპორტის შემცირებული მოთხოვნისა და სასაქონლო ფასების მკვეთრი შემცირების შედეგად დაზარალდნენ.

გეორგიევას თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან დამხარება 81 ქვეყანაში უკვე მოითხოვა. მათ შორის არის 50 დაბალშემოსავლიანი და 31 საშუალო შემოსავლის მქონე სახელმწიფო. მათ შორის არის პაკისტანი, განა, ირანი და ყირგიზეთი, რომლებმაც ფინანსური დახმარების გარანტია უკვე მიიღეს.

„ეს არის ძალიან დიდი კრიზისის და ის ვერ მოგვარდება დიდი რესურსების გამოყოფის გარეშე“ – განაცხადა გეორგიევამ.