საერთაშორისო სავალუტო ფონდი განვითარებად ეკონომიკებს აფრთხილებს, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ საპროცენტო განაკვეთების გაზრდისთვის მოემზადონ
საერთაშორისო სავალუტო ფონდი განვითარებად ეკონომიკებს აფრთხილებს, მოემზადონ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ საპროცენტო განაკვეთების გაზრდისთვის.
როგორც ფონდში განაცხადეს, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ამ ნაბიჯს შესაძლოა, მოჰყვეს რყევები ფინანსურ ბაზრებზე, კაპიტალის გადინება და ვალუტების გაუფასურება.
როგორც გასულ კვირას აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის პრეზიდენტმა განაცხადა, საპროცეტო განაკვეთები შეიძლება, მარტში გაიზრდოს. მისივე თქმით, სისტემა მზადაა, უფრო აგრესული ნაბიჯები გადადგას ინფლაციის წინააღმდეგ.
„აშშ-ის სარეზერვო სისტემის მიერ საპროცენტო განაკვეთების მოსალოდნელზე ადრე გაზრდამ შეიძლება, მთელ მსოფლიოში გამოიწვიოს ფინანსური მდგომარეობის გაუარესება“, – ნათქვამია ფონდის განცხადებაში.
საეთაშორისო სავალუტო ფონდში აცხადებენ, რომ განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებმა, სადაც ინფლაციის ზეწოლა მაღალია ან ინსტიტუტები სუსტია, უნდა იმოქმედონ სწრაფად და ყოვლისმომცველად. ნებისმიერ შემთხვევაში, მათ უნდა მისცენ ვალუტას გაუფასურების საშუალება და გაზარდონ საპროცენტო განაკვეთები.
ამასთან ერთად, საერთაშორისო სავალუტო ფონდში ვარაუდოებენ, რომ აშშ-ის ეკონომიკის ზრდა გაგრძელდება, ხოლო ინფლაცია შენელდება. ფონდის გლობალური ეკონომიკის პროგნოზი 25 იანვარს უნდა გამოქვეყნდეს.