საერთაშორისო სავალუტო ფონდი - ევროპის ქვეყნებს შორის, საშუალოვადიან პერიოდში, ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა საქართველოს ექნება
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო პროგნოზით, საქართველოს, საშუალოვადიან პერიოდში, ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება. ფონდის შეფასებით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა – 5,7%-ს, ხოლო 2025 წელს ზრდის ტემპი 5,1%-ს შეადგენს.
სავალუტო ფონდის ანგარიში ასევე შეეხება ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მაჩვენებელს მსყიდველუნარიანობის პარიტეტზე დაყრდნობით. ამ მაჩნებელის მიხედვით, საქართველო ასწრებს ევროკავშირის წევრობის ხუთ კანდიდატ ქვეყანას და შედარებით მაღალ მაჩვენებელს შემდეგ წლებშიც შეინარჩუნებს.
ამასთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მსყიდველუნარიანობის პარიტეტზე დაყრდნობით, 2023 წელს საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მაჩვენებელმა ევროკავშირის ანალოგიური მაჩვენებლის 41% შეადგინა, ხოლო 2029 წლისთვის 51%-ს გადააჭარბებს. შედარებისთვის, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის, ჩრდილოეთ მაკედონიის ანალოგიური მაჩვენებელი 2029 წელს – 42%, ხოლო მოლდოვის 39% იქნება.