საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევით, დღევანდელი მთავრობის მთავარ მიღწევად ჯანდაცვის სისტემა სახელდება
საქართველოს დღევანდელი მთავრობის მთავარ მიღწევად კვლევის ფარგლებში გამოკითხული მოქალაქეები ჯანდაცვის სისტემას ასახელებენ. ასეთია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგები.
კითხვაზე – „რა არის დღევანდელი მთავრობის მთავარი მიღწევა“, გამოკითხულთა 15 პროცენტი ჯანდაცვას ასახელებს, 4 პროცენტი – ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციას, 4 პროცენტი – სიტყვის თავისუფლებას, 3 პროცენტი – ინფრასტრუქტურას, 2 პროცენტი – გზებს, 2 პროცენტი – განათლებას, 2 პროცენტი – დემოკრატიას, 2 პროცენტი – სტაბილურობას, 1 პროცენტი – ადამიანის უფლებების დაცვა, 1 პროცენტი – პენსიების ზრდა, 1 პროცენტი – სესხების განულება, 2 პროცენტი – სხვა. ამასთან, გამოკითხულთა 35 პროცენტი არც ერთ მიღწევას არ ასახელებს, 26 პროცენტი – არ ვიცი/უარი პასუხზე.
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) დაკვეთით საზოგადოებრივი აზრის კვლევა IPM-მა, 20 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. კვლევის ცდომილება 2.5 პროცენტს შეადგენს.