საერთაშორისო რესპუბლიკური ინსიტუტის დირექტორი დენ თვაინინგი - მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის სურვილს, ჰქონდეთ დემოკრატიული არჩევნები
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსიტუტის დირექტორი დენ თვაინინგი - მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის სურვილს, ჰქონდეთ დემოკრატიული არჩევნები

ძალიან ვამაყობთ, რომ ვიმყოფებით აქ, რათა მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის სურვილს, ჰქონდეთ დემოკრატიული არჩევნები, – ამის შესახებ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსიტუტის პრეზიდენტმა, დენ თვაინინგმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსიტუტს დამკვირვებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით ჰყავს.

„ჩვენ ვართ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია საქართველოში. ჩვენი მისიის დელეგატები არიან კონგრესმენი ჯონ შინკუსი აშშ-დან და შვედეთის პარლამენტის წევრი – მარგარეტა სიდერფილდი. ძალიან ვამაყობთ, რომ ვიმყოფებით აქ, რათა მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის სურვილს, ჰქონდეთ დემოკრატიული არჩევნები. ჩვენ უკვე გავხსენით პირველი უბანი, დავაკვირდით მის გახსნას. ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით გვყავს დამკვირვებლები“, – განაცხადა დენ თვაინინგმა.