საერთაშორისო ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნება“ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამოუკიდებლობის 2022 წლის მდგომარეობას დადებითად აფასებს
დემოკრატიული კვლევების საერთაშორისო ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნება“ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამოუკიდებლობის 2022 წლის მდგომარეობას დადებითად აფასებს.
ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამოუკიდებლობა 0.42 ქულით არის შეფასებული, რაც ბოლო სამი წლის შეფასების ანალოგიურია.
საერთაშორისო ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნება“ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამოუკიდებლობას 2013 წლის შემდეგ დადებითი ქულით აფასებს.
2004 წლიდან 2012 წლის ჩათვლით საერთაშორისო ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნება“ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამოუკიდებლობას უარყოფითი ქულით აფასებდა.