საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა შეინარჩუნა სანქციები რუსი სპორტსმენების მიმართ #1TVSPORT
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ძალაში დატოვა სანქციები და დაცვითი ზომები რუსი და ბელარუსი სპორტსმენების მიმართ, – წერს ორგანიზაციის პრესსამსახური.
„პოზიცია არ შეცვლილა – დაცვითი ზომები, რომელიც მოქმედებს თებერვლიდან, ძალაში რჩება. ახლა არასწორი იქნებოდა დეტალებში ჩაღრმავება. როგორც ადრე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი ამბობდა, ამ მომენტისთვის არ დამდგარა რუსეთისა და ბელარუსისთვის სანქციების მოხსნის დრო“, – განაცხადა კომიტეტის წარმომადგენელმა, მარკ ადამსმა.
2022 წლის თებერვლის ბოლოს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა სპორტულ ფედერაციებს რეკომენდაცია მისცა, უკრაინაში რუსული აგრესიის გამი არ დაუშვან რუსი ათლეტები საერთაშორისო ტურნირებზე.