საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ტოკიოს ოლიმპიადის გადატანას არ აპირებს
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გამოაცხადა, რომ ამ მომენტისთვის არ გეგმავს 2020 წლის ოლიმპიადის გადადებას ან გაუქმებას.
„ეს არის უპრეცედენტო სიტუაცია მთელი მსოფლიოსთვის და ჩვენ ვფიქრობთ ყველაზე, ვინც დაზარალდა ამ კრიზისის დროს. ჩვენ სოლიდარულები ვართ მთელ საზოგადოებასთან და ვაკეთებთ ყველაფერს ამ ვირუსის შესაჩერებლად. კორონავირუსის სიტუაცია გავლენას ახდენს ტოკიოს ოლიმპიადისთვის მზადების პროცესზე. მდგომარეობა ყოველდღიურად იცვლება.
თამაშების დაწყებამდე ოთხ თვეზე მეტი რჩება, ამ ეტაპზე არ არის საჭირო არანაირი რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება. ნებისმიერი წინადადება დღეისთვის კონტრპროდუქტიული იქნება. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი მოუწოდებს ყველა სპორტსმენს – რაც შეიძლება უკეთ გააგრძელოს მზადება ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის. ამ მომენტისთვის სპორტსმენთა 57 პროცენტს აქვს მიღებული თამაშებში გამოსვლის უფლება.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი დარწმუნებულია, რომ მთელს მსოფლიოში მიღებული ზომები დაეხმარება კორონავირუსის შეჩერებას. ჩვენ 24 საათის რეჟიმში ვაკვირდებით სიტუაციას”, – წერია კომიტეტის განცხადებაში.
ტოკიოს ოლიმპიადის ჩატარება 24 ივლისიდან 9 აგვისტომდეა დაგეგმილი.