საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი სპორტსმენებს მკაცრ რეკომენდაციას აძლევს თამაშებამდე ვაქცინაციის შესახებ, სპორტსმენებს ოლიმპიური სოფლიდან გასვლა აეკრძალებათ #1TVSPORT
ცნობილი ხდება სპორტსმენთა ქცევის ზოგიერთი წესისა და დაწესებული შეზღუდვების შესახებ, რომელიც ტოკიოს ოლიმპიადის დროს იმოქმედებს.
* იაპონიაში შესვლამდე 72 საათით ადრე აღებული უარყოფითი PCR-ტესტი, ჯერჯერობით, ერთადერთი აუცილებელი პირობაა სპორტსმენებისთვის. თუმცა, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ბოლო დოკუმენტებში არის მკაცრი რეკომენდაცია თამაშებამდე ვაქცინაციის შესახებ.
* ოლიმპიური სოფლიდან გასვლა აკრძალულია – მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში სპეციალური ნებართვით. სპორტსმენებსა და ოფიციალურ პირებს აკრძალული აქვთ სპორტის სხვა სახეობების შეჯიბრებებზე დასწრება.
* სპორტსმენს არ შეუძლია ოლიმპიურ სოფელში შესვლა თავისი სტარტიდან არაუადრეს ხუთი დღისა. ხოლო სოფელი უნდა დატოვოს შეჯიბრის დასრულებიდან 48 საათის განმავლობაში.