საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ათლეტებისთვის სტიპენდიების გადახდას გააგრძელებს
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ათლეტებისთვის სტიპენდიების გადახდას გააგრძელებს

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი იმ ათლეტებისთვის, რომლებიც ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადებოდნენ სტიპენდიის გადახდას გააგრძელებს. ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამით სტიპენდიებს 1600-ზე მეტი სპორტსმენი მიიღებს, მათ შორის არიან საქართველოს წარმომადგენლებიც.

„სპორტსმენთა მხარდაჭერა გაგრძელდება. დადასტურებულია, რომ ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამის ფარგლებში სტიპენდიას მიიღებს 185 ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის და დევნილ ათლეტთა ოლიმპიური გუნდის 1600-ზე მეტი სპორტსმენი. შესაბამისი პროგრამით 2021 წლამდე ეს თანხა დაახლოებით 110 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს,“ – ინფორმაცია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრესსამსახურმა გაავრცელა.

კორონავირუსის პანდემიის გამო ტოკიოს თამაშები 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.