ფრანგების ჰეთ-თრიკი ტოკიოში - ისინი კალათბურთის, ხელბურთისა და ფრენბურთის ფინალში არიან [ვიდეო] #1TVSPORT
ფრანგების ჰეთ-თრიკი ტოკიოში - ისინი კალათბურთის, ხელბურთისა და ფრენბურთის ფინალში არიან [ვიდეო] #1TVSPORT

5 აგვისტოს ფრანგმა მამაკაცმა სპორტსმენებმა ძალიან წარმატებულად ჩაატარეს ნახევარფინალური მატჩები სპორტის სათამაშო სახეობებში.

ნახევარფინალში საფრანგეთის საკალათბურთო ნაკრებმა სლოვენიას მოუგო – 90:89, ფრენბურთელებმა სამ სეტში დაამარცხეს არგენტინა, ხოლო ხელბურთელებმა ფინალში არ გაუშვეს ეგვიპტე (27:23).

ეს არის პირველი შემთხვევა 1988 წლის შემდეგ, როცა სპორტის ამ სახეობების ფინალებში ერთი და იგივე ქვეყანაა წარმოდგენილი. მაშინ ეს მოახერხა საბჭოთა კავშირის ნაკრებმა. სეულში საბჭოთა სპორტსმენებმა ოქრო აიღეს კალათბურთსა და ხელბურთში, ფრენბურთის ფინალი კი ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებთან დათმეს.

ფრანგები სამივე ფინალს შვიდ აგვისტოს ჩაატარებენ – თბილისის დროით 06:30-ზე იქნება საკალათბურთო ფინალი აშშ-სთან, 16 საათზე ხელბურთის გადაწყვეტი მატჩი დანიასთან და 16:15-ზე ფრენბურთის ფინალი რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტთან.