ტოკიო 2020 | ავსტრალიის მძლეოსანთა ნაკრები მთელი შემადგენლობით კარანტინში გადავიდა #1TVSPORT
ტოკიო 2020 | ავსტრალიის მძლეოსანთა ნაკრები მთელი შემადგენლობით კარანტინში გადავიდა #1TVSPORT

მძლეოსნობაში ავსტრალიის ნაკრები, რომელშიც 63 ადამიანი შედის, სრული შემადგენლობით კარანტინში გადავიდა კორონავირუსით დაინფიცირებულ სპორტსმენთან კონტაქტის გამო.

ასეთი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ცნობილი გახდა მძლეოსნობაში ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების წევრის დაინფიცირების შესახებ, – დაწერა ავსტრალიის ოლიმპიური კომიტეტის პრესსამსახურმა.

პრესის ცნობით, ეს დაინფიცირებული სპორტსმენი აღმოჩნდა ჭოკით მხტომელი სემ კენდრიქსი. მას კონტაქტი ჰქონდა ავსტრალიელ მძლეოსანთან კერტის მარშალთან.

ავსტრალიის ნაკრების ყველა წევრმა უკვე ჩააბარა ტესტი COVID-19-ზე და შედეგებს ელოდება.

ტოკიოში მძლეოსნობის ტურნირი 30 ივლისს იწყება.