ტოკიო 2020 | ცურვის ტურნირს სამი ორგზის ჩემპიონი ჰყავს #1TVSPORT
ტოკიო 2020 | ცურვის ტურნირს სამი ორგზის ჩემპიონი ჰყავს #1TVSPORT

ტოკიო 2020-ის მორიგ სათამაშო დღეს ცურვაში მედლების ხუთი კომპლექტი გათამაშდა.

ჯერჯერობით ცურვის ტურნირის მთავარი გმირია ავსტრალიელი ქალი მოცურავე არიარნ ტიტმუსი. 20 წლის სპორტსმენმა ტოკიოში უკვე მეორედ დაამარცხა ლეგენდარული ამერიკელი კეტი ლედეკი. პირველად მან ეს 400 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში შეძლო, ახლა კი იგივე გააკეთა 200 მეტრზე თავისუფალში და ორგზის ოლიმპიური ჩეპიონი გახდა.

ლედეკიმ ამ დისტანციებზე მეორე და მეხუთე ადგილები დაიკავა. სხვათა შორის, ეს არის ამერიკელის კარიერაში პირველი შემთხვევა, როცა მან ოლიმპიადაზე ვერ შეძლო TOP2-ში შესვლა. სამაგიეროდ, ლედეკიმ ოქრო მოიპოვა 1500 მეტრ დისტანიაზე, რითაც ექვგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, ჯამში კი რვა ოლიმპიური მედალი დაუგროვდა.

ტოკიოში ტიტმუსისა და ლედეკის კიდევ ორი ორთაბრძოლა გველოდება – 800 მეტრ დისტანციაზე და 4×200 მეტრზე ესტაფეტაში.

* * *

ტიტმუსის გარდა, ცურვის ტურნირზე კიდევ ორ მოცურავეს აქვს მოპოვებული ორ-ორი ოქრო.

ერთ-ერთია ბრიტანელი ტომ დინი, რომელმაც ჯერ 200 მეტრი თავისუფალი მოიგო, მეორე დღეს კი გაიმარჯვა 4×200 მეტრზე ესტაფეტაში.

ასევე ორგზის ჩემპიონია იაპონელი იუი ოჰაში, რომელმაც დუბლი შეასრულა კომპლექსურ დისციპლინებში – 400 და 200 მეტრზე. ორივეჯერ მან დაამარცხა უნგრელი ლეგენდა კატინკა ჰოსუ, რომელიც ორივე შემთხვევაში პრიზიორებს შორის ვერ მოხვდა.

ყველაზე მეტად პროგნოზირებადი იყო კაცებში 200 მეტრზე ბატერფლაიში გამარჯვებულის პროგნოზირება. მან უდიდესი უპირატესობით გაიმარჯვა, მაიკლ ფელპსის ოლიმპიური რეკორდი გააუმჯობესა და ყველა დროის მეორე შედეგი აჩვენა.

ქალები

200 მ. თავისუფალი. ფინალი

  1. არიარნ ტიტმუსი (ავსტრა) – 1:53.50 (ო.რ)
  2. სიობჰან ჰოუი (ჰ-კონგ) – +0.42
  3. პენი ოლეკსიაკი (კან) – +1.20

 

200 მ. კომპლექსური. ფინალი

  1. იუი ოჰაში (იაპ) – 2:08.52
  2. ალექს უოლში (აშშ) – +0.13
  3. კეიტ დუგლასი (აშშ) – +0.52

 

1500 მ. თავისუფალი. ფინალი

  1. კეტი ლედეკი (აშშ) – 15:37.34
  2. ერიკა სალივანი (აშშ) – +4.07
  3. სარა კოლერი (გერ) – +5.57

 

კაცები

200 მ. ბატერფლაი

  1. კრიშტოფ მილაკი (უნგ) – 1:51.25 (ო.რ.)
  2. ტომორუ ჰონდა (იაპ) – +2.48
  3. ფედერიკო ბურდისო (იტა) – +3.20

 

4 x 200 მ. თავისუფალი

  1. ბრიტანეთი – 6:58.58 (ე.რ.)
  2. როკ – +3.23
  3. ავსტრალია – +3.26
დატოვე კომენტარი