საერთაშორისო ოლიმპიური კომისიის წევრი ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ჰოკეის ქალთა გუნდის ნობელის პრემიაზე წარდგენას ითხოვს
საერთაშორისო ოლიმპიური კომისიის წევრი ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ჰოკეის ქალთა გუნდის ნობელის პრემიაზე წარდგენას ითხოვს

საერთაშორისო ოლიმპიური კომისიის ამერიკელი წევრი ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ჰოკეის ქალთა გუნდის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარდგენას ითხოვს.

კომისიის მმართველი საბჭოს წევრი ანგელა რუგიერო, რომელიც თავად ჰოკეის 4-გზის მსოფლიო ჩემპიონი და ოლიმპიური ოქროს მფლობელია კომისიის წევრებს სთხოვს, გუნდი პრემიის ნომინანტებს შორის წარადგინონ.

გუნდში 12 მოთამაშე ჩრდილოეთ კორეიდანაა, რომელიც ტექნიკურად კვლავ ომის მდგომარეობაში იმყოფება სამხრეთ კორეასთან.
ეს პირველი შემთხვევაა, როცა ერთიანი კორეული გუნდი ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობს.

„ვისურვებდი, რომ გუნდი არამარტო წარადგინონ, არამედ მათ მიიღონ მშვიდობის დარგში ნობელის პრიზი“, – განაცხადა რუგიერომ.