საერთაშორისო მარათონთან დაკავშირებით, ხვალ კახეთში ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები დაწესდება
საერთაშორისო მარათონთან დაკავშირებით, ხვალ კახეთში ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები დაწესდება

საერთაშორისო მარათონთან – „მსოფლიო რბენა“ დაკავშირებით, ხვალ კახეთში ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები წესდება. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„საერთაშორისო მარათონთან – „მსოფლიო რბენა“ დაკავშირებით, მიმდინარე წლის 5 მაისს, კახეთში, ლოპოტას გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გაყოლებით, დილის 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, თელავი-შაქრიანის საავტომობილო გზაზე, მდინარე ალაზნის ხიდამდე, მოძრაობა შეიზღუდება.

ყველა სახის საავტომობილო ტრანსპორტისთვის, ასევე, შეიზღუდება მოძრაობა თიანეთი-ახმეტა-ფშაველი-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის 69-ე კმ-დან 118-ე კმ-მდე“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, სატრანსპორტო ნაკადი იმოძრავებს ყვარელი-გიორგეთი-აფენი გურჯაანის დამაკავშირებელ შიდა საუწყებო გზაზე გურჯაანის შესასვლელამდე.