„საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო“ - „ქართულმა ოცნებამ“ 2013 წლიდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით, 159 მილიონ 730 ათას ლარზე მეტი დახარჯა
“საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს” ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2013 წლიდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით, საჯარი უწყებებმა პიარ აქტივობებსა და რეკლამაში 98 მილიონ 480 ათას ლარზე მეტი დახარჯეს.
მესამე სექტორში განმარტავენ, რომ პიარ სამსახურებში დასაქმებულთა ხელფასებში, რეკლამასა და სხვადასხვა პიარ აქტივობებში “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლიდან, 2013 წლიდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით, 159 მილიონ 730 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.
როგორც “საერთაშორისო გამჭვირვალობაში” აცხადებენ, პიარაქტივობებისა და სარეკლამო ხარჯის მხრივ დიდი წილი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე მოდის (ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ღვინის ეროვნული სააგენტო და აწარმოე საქართველოში). ყველაზე მზარდი 2016 წელია, საპარლამენტო არჩევნების პერიოდი.
არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, 2013-2017 წლებში მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან/მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტში დასაქმებულების ანაზღაურებამ 12 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, რაც ქვეყნის მასშტაბით 122 საჯარო უწყების მიერ პიარ სამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურებისთვის დახარჯული თანხის (61,250,000 ლარის) დაახლოებით მეხუთედია.
„საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველომ” 134 საჯარო უწყებიდან გამოითხოვა ინფორმაცია 2012 წლიდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით პიარ სამსახურებისა და რეკლამის წარმოების, განთავსების, გავრცელების ხარჯის შესახებ.
“რეკლამასა და პიარ ღონისძიებებში დახარჯულმა თანხამ, ისევე როგორც პრესსამსახურებში დასაქმებულ თანამშრომელთა ხელფასების ოდენობამ, 2016 წელს, საპარლამენტო არჩევნების პერიოდში 28 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. როგორც ჩანს, საპარლამენტო არჩევნების პერიოდში ხელისუფლებამ მაქსიმალურად მოახდინა საბიუჯეტო სახსრების მობილიზაცია“, – ნათქვამია “საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს” კვლევაში.
კვლევაში ასევე მითითებულია ყველაზე მაღალბიუჯეტიანი უწყებები. ამ ჩამონათვალში ძირითადად საჯარო სამართლის იურიდიული პირები მოხვდნენ: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ღვინის ეროვნული სააგენტო და აწარმოე საქართველოში.
არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, 2012 წელს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში 32 ადამიანი, 2016 წელს კი 74 ადამიანი მუშაობდა.
კვლევის თანახმად, 2012 წელთან შედარებით, 2016 წელს ანაზღაურებაში დახარჯული თანხა 286,118 ლარიდან 2,947,958 ლარამდე, 90%_ით გაიზარდა.