საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ინფორმაციით, 2023 წლისთვის ნავთობზე მოთხოვნა 7%-ით გაიზრდება
2023 წელს, 2018 წლის მაჩვენებელთან შედარებით, მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნა დღე-ღამეში 7%-ით, 104,7 მილიონ ბარელამდე, გაიზრდება. ამასთან, ჩინეთი დარჩება მოთხოვნის ზრდის მთავარ მამოძრავებელ ძალად, – ამის შესახებ ნათქვამია საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ანგარიშში “ანალიზი და პროგნოზები 2023 წლამდე”.
„აზიაში ეკონომიკური ზრდისა და აშშ-ში ნავთობ-ქიმიური მრეწველობის აღორძინების შედეგად 2023 წლისთვის გლობალური მოთხოვნილება ნავთობზე გაიზრდება 6,9 მილიონი ბარელით/დღე-ღამეში 104,7 მილიონ ბარელამდე/დღე-ღამეში” – ნათქვამია სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
ანგარიშის მიხედვით, რამდენიმე წლის განმავლობაში ჩინეთი და ინდოეთი ერთობლივად დაფარავენ ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნილების თითქმის 50%-ს.
სააგენტოს პროგნოზით, ვინაიდან ჩინეთის ეკონომიკა სულ უფრო მეტად ორიენტირებული ხდება მომხმარებელზე, ნავთობზე მოთხოვნილების ზრდის ტემპი შენელდება 2023 წლისთვის 2010-2017 წლებთან შედარებით.
ინდოეთში ნავთობზე მოთხოვნილების ზრდის ტემპი, პირიქით, მცირედით გაიზრდება.