საერთაშორისო დიდოსტატი ნინო ბაციაშვილი ქალ მოჭადრაკეთა შორის საქართველოს 79-ე ჩემპიონატის გამარჯვებულია #1TVSPORT
საერთაშორისო დიდოსტატი ნინო ბაციაშვილი ქალ მოჭადრაკეთა შორის საქართველოს 79-ე ჩემპიონატის გამარჯვებულია #1TVSPORT

ბათუმელმა საერთაშორისო დიდოსტატმა ნინო ბაციაშვილმა საქართველოს ჩემპიონატზე სასტარტო მარცხის შემდეგ ზედიზედ 8 პარტია მოიგო და საქართველოს ჩემპიონის ტიტული მეოთხედ მოიპოვა.

გამარჯვებულს მხოლოდ ნახევარი ქულით ჩამორჩა სალომე მელია, რომელიც მონაწილეთაგან ერთადერთია ვინც საქართველოს ჩემპიონატი მარცხის გარეშე დაასრულა.

სალომე მელიამ სასტარტო შეხვედრაში ნინო ბაციაშვილი დაამარცხა.

საქართველოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი ლელა ჯავახიშვილი გახდა, რომელმაც 9 შესაძლებლობიდან 7 ქულა მოაგროვა.