საერთაშორისო დიდოსტატ ნანა ძაგნიძეს ორი ტურის შემდეგ 1,5 ქულა აქვს #1TVSPORT
გერმანიის ქალაქ მიუნხენში ფიდე-ს ქალთა გრან პრის მეორე ეტაპის გათამაშების მესამე ტურის პარტიები 4 თებერვალს გაიმართება.
პირველ ტურში ნანა ძაგნიძემ ყაზახეთის წარმომადგენელი ჟანსაი აბდუმალიკი შავი ფერის ფიგურებით 39-ე სვლაზე დაამარცხა. მეორე ტურში ძაგნიძემ თეთრი ფერის ფიგურებით მარია მუზიჩუკთან ქულა გაიყო.
მესამე ტურში ქართველი საერთაშორისო დიდოსტატი შავი ფერის ფიგურებით ითამაშებს და მისი მეტოქე ანა მუზიჩუკი იქნება.
ფიდე-ს ქალთა გრან პრის სერიის ფარგლებში ოთხი ეტაპი გაიმართება და თითოეული მონაწილისთვის სავალდებულოა სამ ტურნირში იასპარეზოს.