საერთაშორისო დამკვირვებელი ფრანსუა ჟიკელი - გუშინდელი დღე სამაგალითო იყო ბევრი ქვეყნისთვის, ვგულისხმობ, როგორ იყო ორგანიზებული პროცესი, რაც ვნახეთ, საკმაოდ სანდოდ გამოიყურებოდა
გუშინდელი დღე სამაგალითო იყო ბევრი ქვეყნისთვის. ვგულისხმობ იმას, როგორ იყო ორგანიზებული პროცესი, რაც ვნახეთ, პროცესი საკმაოდ სანდოდ გამოიყურებოდა, – ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებელმა, არასამთავრობო ორგანიზაციის, „ქრისტიანები აღმოსავლეთში“ დირექტორმა, ფრანსუა ჟიკელმა განაცხადა.
მისი თქმით, ელექტრონული მთვლელები საქართველოში პირველად იყო გამოყენებული და საარჩევნო უბნებზე მომუშავე ადამიანები პროფესიონალურად ასრულებდნენ თავიანთ სამუშაოს.
„საარჩევნო უბნების მონახულებამდე ჩვენ დამოუკიდებელმა საარჩევნო კომისიამ გაგვაცნო ყველა დეტალი. ძალიან შთამბეჭდავია იმის გაგება, რომ ელექტრონული მთვლელები პირველად იყო გამოყენებული და ის ხელმისაწვდომი იყო ამომრჩეველთა დიდი უმრავლესობითვის. როგორც ჩემმა კოლეგამ თქვა, ეს იყო ევროკომისიის მოთხოვნა და დამოუკიდებელ კონტრაქტორ კომპანიასთან გაფორმდა შეთანხმება. ამ კომპანის აკონტროლებს დამოუკიდებელი ამერიკული აუდიტორული კომპანია. ეს ელექტრონული მთვლელები განთავსდა ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, მცირე გამონაკლისების გარდა. ჩვენ მოვინახულეთ საარჩევნო უბნების ნაწილი, მაგრამ, ცხადია, არა ყველაგან. ჩვენ ვნახეთ ხალხი, რომელიც უბნებზე თვეების განმავლობაში მუშობდა. მათ გავლილი ჰქონდათ ტრენინგები, რათა მოემზადებინათ ეს არჩევნები. ისინი პროცესს გაუმკლავდნენ მშვიდად და პროფესიონალურად. ეს ძალიან შთამბეჭდავი იყო, რადგანაც ჩვენ ვიცით, როგორ მუშაობენ დასავლური სისტემები. ასე რომ, გუშინდელი დღე სამაგალითო იყო ბევრი ქვეყნისთვის. ვგულისხმობ იმას, როგორ იყო ორგანიზებული პროცესი – მშვიდად, და რაც ვნახეთ, პროცესი საკმაოდ სანდოდ გამოიყურებოდა“, – განაცხადა ფრანსუა ჟიკელმა.