საერთაშორისო დამკვირვებელი ფანი ლაჩკო - უბნებზე შეინიშნება ხალხის დიდი მასა, საარჩევნო პროცესი კარგად მიმდინარეობს, უბნებზე მომუშავე ადამიანები პროფესიონალები და კარგად ორგანიზებული არიან
საერთაშორისო დამკვირვებელი ფანი ლაჩკო - უბნებზე შეინიშნება ხალხის დიდი მასა, საარჩევნო პროცესი კარგად მიმდინარეობს, უბნებზე მომუშავე ადამიანები პროფესიონალები და კარგად ორგანიზებული არიან

საერთაშორისო დამკვირვებელი, ანალიტიკოსი ფანი ლაჩკო, რომელიც საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს აკვირდება, აცხადებს, რომ საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

„ჩვენ ვართ საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფი. დღის განმავლობაში მოვინახულეთ ბევრი საარჩევნო უბანი საქართველოში და შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთელი საარჩევნო პროცესი ძალიან კარგად მიმდინარეობს. ყველა საარჩევნო უბანზე შეინიშნება ხალხის დიდი მასა, რაც ნიშნავს, რომ აქაური ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თავიანთი ხმის მიცემის უფლების გამოყენება. ისინი ერთგული არიან თავიანთი დემოკრატიული უფლებების მიმართ “, – განაცხადა ფანი ლაჩკომ.

ამასთან, ფანი ლაჩკომ აღნიშნა, რომ საზოგადოებას არ უჭირს ხმის მიცემა და ციფრული სისტემა კარგად მუშაობს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ საარჩევნო უბნებზე მომუშავე ხალხი ძალიან კარგად ორგანიზებული და პროფესიონალები არიან. ყველაფერი ჩქარა მიმდინარეობს. ხალხს ადვილად შეუძლია ხმის მიცემა და ციფრული სისტემა კარგად მუშაობს. ასევე არის ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი, რაც მთელ პროცესს კიდევ უფრო გამჭვირვალეს ხდის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთლიანობაში ეს არის ძალიან სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები. მე არ ვარ ციფრული ტექნოლოგიების ექსპერტი, მაგრამ რაც დღეს აქ ვნახე, მართლაც მახარებს. ვგრძნობ, რომ ეს ახალი ტექნოლოგია არის ხმის მიცემის ძალიან გამჭვირვალე საშუალება. ეს პრაქტიკა წარმატებით გამოიყენება მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც, რაც ნიშნავს, რომ ის კარგად მუშაობს. ვფიქრობ, ეს ხალხისთვის ხმის მიცემას კიდევ უფრო აადვილებს და ასევე შედეგების მიღებაც უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე ადრე. ჩვენ ვიყავით ბევრ საარჩევნო უბანზე როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა ნაწილებშიც. ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით ვართ“, – განაცხადა ფანი ლაჩკომ.