საერთაშორისო დამკვირვებელი ანდრაშ ლაზლო - საარჩევნო უბნებზე ყველაფერი გამჭვირვალედ იყო, კონტროლდებოდა საარჩევნო უბანზე შესვლა, ასე რომ, ყველაფერი იყო ძალიან მოწესრიგებული
საერთაშორისო დამკვირვებელი ანდრაშ ლაზლო - საარჩევნო უბნებზე ყველაფერი გამჭვირვალედ იყო, კონტროლდებოდა საარჩევნო უბანზე შესვლა, ასე რომ, ყველაფერი იყო ძალიან მოწესრიგებული

საარჩევნო უბნებზე ყველაფერი გამჭვირვალედ იყო, კონტროლდებოდა საარჩევნო უბანზე შესვლა, ასე რომ, ყველაფერი იყო ძალიან მოწესრიგებული, – ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებელმა, ანდრაშ ლაზლომ განაცხადა.

მისივე თქმით, ამომრჩეველთა აქტივობა იყო მაღალი, რაც მისასალმებელია.

„მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ ამდენი ქართველი მივიდა არჩევნებზე. აქტივობა იყო მაღალი, რაც ყოველთვის მისასალმებელია, რადგან მაღალი მონაწილეობა ნიშნავს შედეგების მაღალ ლეგიტიმურობას. იყო ცნობები არჩევნების დროს გარკვეული ინციდენტების შესახებ და ამ თემას ჩემი განცხადების ბოლოს დავუბრუნდები. მე ვიყავი რამდენიმე სააჩევნო უბანზე თბილისში. ყველა უბანზე ვესაუბრე საარჩევნო კომისიის რამდენიმე წევრს, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებს, რომლებიც აკვირდებოდნენ არჩევნებს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვესაუბრე ამომრჩევლებს.

ყველა უბანზე ვეკითხებოდი ერთსა და იმავეს, შეეძლოთ თუ არა საარჩევნო უბანზე შესვლა უბნის გახსნამდე? გაიარეს თუ არა შესაბამისი მომზადება არჩევნების დღემდე? იყვნენ თუ არა ადგილზე მთელი დღის განმავლობაში ან გეგმავდნენ თუ არა დარჩენას მთელი დღით ბოლო ხმის დათვლამდე? შეუნიშნავთ თუ არა რამე სახის დარღვევა? რამე გზით შეზღუდული ჰქონდათ თუ არა სადამკვირვებლო ან საარჩევნო ადმინისტრირების საქმიანობის შესრულება? და რას ფიქრობდნენ ხმების დათვლის ახალ ელექტრონულ სისტემასთან დაკავშირებით? რა იყო ამ დროისთვის მათი გამოცდილება, ენდობოდნენ თუ არა ხმების ელექტრონულად დათვლის სამართლიანობას? იყო თუ არა პრობლემები პირადობის დამადასტურებელ მოწმობებთან და მათ შემოწმებასთან დაკავშირებით, ზოგადად ენდობოდნენ თუ არა საერთო საარჩევნო პროცესს?

ძალიან კარგი პასუხები იყო. ადამიანები, რომლებიც მესაუბრნენ, იყვნენ ძალიან მომზადებული, რამაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ვესაუბრე ადამიანებს, რომლებიც პირველად იყვნენ დამკვირვებლები, ვესაუბრე მათაც, რომლებიც რეგულარულად აკვირდებიან არჩევნებს ან მონაწილეობენ არჩევნების ადმინისტრირებაში. ყველა იყო მზად და ადგილზე იმყოფებოდა დილიდან, გეგმავდა დარჩენას ბოლო ხმის დათვლამდე. არავინ ჩიოდა დარღვევებზე ან ოფიციალური საქმიანობის შესრულების შეზღუდვაზე. ხმების ელექტრონულად დათვლის სისტემასთან დაკავშირებით გამოცდილებას დადებითად აფასებდნენ. ადამიანებს ჰქონდათ ნდობა, ისინი მოხარული იყვნენ, რომ ეს იყო სწრაფი პროცესი. ეს პირველად დანერგილი სისტემა იყო, თუმცა მარტივი. მე მხოლოდ ერთი ამომრჩეველი შემხვდა, რომელმაც თქვა, რომ მას ერჩივნა ეს სისტემა ყოფილიყო კიდევ უფრო მარტივი და სწრაფი, თუმცა ამას არ ჰქონდა ეჭვები ხმების დათვლის ელექტრონულ სისტემასთან დაკავშირებით. იყო მხოლოდ ერთი შემთხვევა ID ბარათთან დაკავშირებით. საარჩევნო კომისიის წევრმა მითხრა, რომ ერთ მამაკაცს სურდა ხმის მიცემა იმ საარჩევნო უბანზე, სადაც ის რეგისტრირებული არ იყო. მას დაეხმარნენ და შეძლო ხმის მიცემა სხვა უბანზე, სადაც დარეგისტრირებული იყო.

ყველა – ამომრჩევლები, დამკვირვებლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი დამკვირვებლები იყვნენ ძალიან დარწმუნებული სისტემაში, იყვნენ მშვიდად საარჩევნო დღის მომზადებისა და ჩატარების პროცედურასთან დაკავშირებით, მათ არ ჰქონდათ შიში, რომ რამე ცუდი მოხდებოდა ხმების დათვლის დროს.

არჩევნების გამჭვირვალობასა და სამართლიანობასთან დაკავშირებით, აღვნიშნავ, რომ იყო მედიის, საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების დიდი წარმომადგენლობა, რაც საბოლოო შედეგებს ანიჭებს მეტ ნდობას.

შემთხვევით მოვხდი ერთ-ერთ უბანზე, სადაც ხმას აძლევდა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, იყო მედიის ბევრი თანამშრომელი, ბევრი ხალხი, თუმცა პერსონალი იყო მკაცრი, აღნიშნავდა ყველას, ვინც შედიოდა და გადიოდა. სააჩევნი უბნის შესასვლელი ძალიან მოწესრიგებული იყო, რეგისტრირებული ამომრჩევლების სიები თვალსაჩინო ადგილას იყო გამოკრული. ჩემი გამოცდილებით, ყველა საარჩევნო უბანზე ყველაფერი ძალიან გამჭვირვალედ იყო. საარჩევნო უბანზე შესვლა კონტროლდებოდა. ამომრჩევლებს ამოწმებდნენ, მე მამოწმებდნენ ყველა საარჩევნო უბანზე. ასე რომ, ყველაფერი იყო ძალიან მოწესრიგებული“, – განაცხადა ანდრაშ ლაზლო.