მადრიდის „რეალმა“ საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე დაასრულა. ესპანურმა კლუბმა ბოლო შეხვედრა ისტ რუზერფორდში „რომას“ წინააღმდეგ ჩაატარა და 2:1 მოიგო.
მე-15 წუთისთვის „რეალი“ 2:0 იყო დაწინაურებული. ორივე გოლი გარეტ ბეილმა შექმნა: ჯერ ულამაზესი პასით მარკო ასენსიო გაიყვანა მეკარესთან პირისპირ, მე-15 წუთზე კი თავადაც გაიტანა.
„რომამ“ მეტოქეს 83-ე წუთზე ერთი გოლით უპასუხა, რომელიც კევინ სტროტმანის ანგარიშზეა.
გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით ითამაშეს:
„რეალი“: კეილორ ნავასი, სერხიო რამოსი (სანჩესი, 46), კარვახალი (ლოპესი, 71), რეგილონი (ლეონი, 71), ნაჩო (რაულ დე ტომასი, 82), კროოსი (ლორენტე, 46), ისკო (ვალვერდე, 57), სებალიოსი (ედეგორი, 71), ასენსიო (მაიორალი, 57), ბენზემა (ვასკესი, 57), ბეილი (ვინისიუსი, 57).
„რომა“: ოლსენი (მირანტე, 46), ფასიო (მანოლასი, 46), კოლაროვი (სანტონი, 71), ფლორენცი (კარსდორპი, 63), მარკანო (ჟუან ჟესუსი, 63), კრისტანტე (ლო. პელეგრინი, 46), დე როსი (გონალონი, 46), პასტორე (სტროტმანი, 63), პეროტი (კლუივერტი, 46), ელ-შაარავი (შიკი, 46), ჯეკო (ჩორიჩი, 71).
„რეალმა“ საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე სამი მატჩი ჩაატარა და ორი მოიგო. „რომას“ გარდა, „იუვენტუსი“ დაამარცხა (3:1) და წააგო „მანჩესტერ იუნაიტედთან“ (1:2).