საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე მორიგი სათამაშო დღე შედგა. აშშ-ის ქალაქ ლენდოვერში მადრიდის „რეალისა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრას 71 ათასი მაყურებელი დაესწრო.
მატჩში გოლები მხოლოდ მადრიდელ ფეხბურთელებს გაჰქონდათ. ანგარიში დანიელ კარვახალის ავტოგოლით გაიხსნა მე-17 წუთზე. პირველ ტაიმში გარეტ ბეილმა ძალიან ეფექტური გოლით გაათანაბრა, მეორე ნახევარში კი „რეალმა“ მარკო ასენსიოს დუბლით მოიგო – 3:1.
გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით ითამაშეს:
„რეალი“: ნავასი(ლუნინი, 64), კარვახალი (ოდრიოსოლა, 46), ნაჩო (ედეგორი, 77), რეგილონი, სანჩესი (ლეონი, 78), კროოსი (ასენსიო, 46), ვალვერდე, ისკო (ლორენტე, 46), სებალიოსი (მაიორალი, 64), ბეილი (ვასკესი, 46), ბენზემა (ვინისიუსი, 46).
„იუვენტუსი“: შჩესნი (პერინი, 63), დე შილიო, ბენატია (რუგანი, 63), ჟოაო კანსელო, სანდრო, კიელინი (ბარძალი, 72), მარკიზიო, ხედირა (ფაჯოლი, 46), პიანიჩი (ფერნანდეში, 71), ბერნარდესკი, ფავილი (პერეირა, 63).
„იუვენტუსმა“ დაასრულა გამოსვლა საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე – მან სამ მატჩის ორი მოიგო და ერთხელ დამარცხდა.