ნიუ ჯერსიში საერთაშორისო ჩემპიონთა თასის (International Champions Cup) მორიგი მატჩი გაიმართა – ინგლისის ჩემპიონი „მანჩესტერ სიტი“ „ლივერპულს“ შეხვდა.
გოლები ამ მატჩში მეორე ტაიმში გავიდა. 57-ე წუთზე ლეროი სანემ „სიტი“ დააწინაურა. მოჰამედ სალაჰი 52 წამის შესული იყო მოედანზე, როცა თავით 63-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრება შეძლო, 94-ე წუთზე კი „ლივერპულს“ სადიო მანემ მოაგებინა – 2:1.
გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით ითამაშეს:
მანჩესტერ სიტი: ბრავო (ჰარტი, 46), ჰემფრიზი, დენაიერი (გომესი, 47), გარსია, მაჰრეზი (დელე-ბაშირუ, 74), ზინჩენკო (ადარაბიოიო, 67), ფოდენი, ჰარისონი (რობერტსი, 67), დიასი (ბერნარდო სილვა, 46), ბოლტონი (გარე, 75), ნმეჩა (სანე, 46).
ლივერპული: კარიუსი (კელეჰერი, 46), გომესი (კლავანი, 46), რობერტსონი (მორენო, 63), კლაინი (გრუიჩი, 62), ვან დიიკი (ფილიპსი, 66), ვიინალდუმი (ვუდბერნი, 46), ფაბინიო (რაფაელ კამაჩო, 63), ლალანა (მანე, 46), მილნერი (ჩირიველია, 66), ჯონსი (სალაჰი, 62), სტარიჯი (სოლანკე, 46).
ორივე გუნდისთვის ეს მეორე მატჩი იყო საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე – წინა მატჩი ორივემ „დორტმუნდთან“ წააგო – „სიტი“ დამარცხდა 0:1 და „ლივერპული“ – 1:3.