საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე ტურინის „იუვენტუსმა“ ლისაბონის „ბენფიკა“ დაამარცხა. შეხვედრა ნიუ ჯერსიში „რედ ბულ არენაზე“ გაიმართა.
შეხვედრის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა და ტურინელებმა პენალტების სერიაში მოიგეს – 4:2.
„ბენფიკა“ ალეხანდრო გარსიამ დააწინაურა, რასაც „იუვენტუსმა“ ბოლო წუთებზე ლუკა კლემენცის გოლით უპასუხა. საგოლე პასი მატია დე შილიომ შეასრულა.
პენალტების სერიაში იტალიელებმა ოთხივე დარტყმა გამოიყენეს.
გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით ითამაშეს:
„იუვენტუსი“: შჩესნი (პერინი, 46), ჟოაო კანსელუ (ფაჯოლი, 62), კიელინი (რუგანი, 46), კალდარა (ბარძალი, 62), ბერუატო (სანდრო, 46), ხედირა (ბენატია, 63), პიანიჩი (ემრე ჩანი, 46), მარკიზიო (ლ. ფერნანდეში, 62), ბერნარდესკი (კლემენცა, 72), ფავილი (ბელტრამე, 62), პერეირა (დე შილიო, 46).
„ბენფიკა“: ვლახოდიმოსი, ანდრე ალმეიდა (ებუეჰი, 67), კონტი, ჟარდელი (რუბენ დიაში, 46), გრიმალდო (რიბეირო, 67), პიცი (სემედუ, 46), ფეისა (პარსკი, 67), ჟ. ფერნანდეში (სამარისი, 82), სალვმო (რაფა სილვა, 67), ფერეირა (კასტილიო, 41/ჟონასი, 67), სერვი (ჟოაო ფელიში, 67).
შემდეგ მატჩში „ბენფიკა“ „ლიონს“ შეხვდება (1 აგვისტო), „იუვენტუსი“ – მადრიდის „რეალს“ (5 აგვისტო).